/ სამართლებრივი აქტები / ბიუჯეტის შედგენის წესი

ბიუჯეტის შედგენის წესი

                                                                              “დამტკიცებულია”

                                                                                 სსიპ   “საქართველოს  ფიზიკური  აღზრდისა და  

                                                                                სპორტის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტი“- ს

                                                                                წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით

 

                                                  (ოქმი  N6  25 დეკემბერი   2015 წ.)

 

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო   სასწავლო უნივერსიტეტის  ბიუჯეტის შედგენის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

       უნივერსიტეტის  ბიუჯეტის პროექტს ამზადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს;

 

მუხლი 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი

  1. უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების ერთობლიობა, რომელიც მტკიცდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ;
  2. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;

 

 

მუხლი 3. ბიუჯეტის ფორმირება

  1. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს

გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.

  1. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო- კვლევითი გრანტები;

ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური  საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

  1. ხარჯები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

მუხლი 4. ბიუჯეტის დამტკიცება

უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი დამტკიცებული უნდა იქნეს

არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, გამონაკლის შემთხვევაში კი არაუგვიანეს 25 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები მხოლოდ მიმდინარე ხარჯებისათვის.

 

მუხლი 5. ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

  1. ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
  2. უნივერსიტეტის დამტკიცებულ ნაერთ ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის

განმავლობაში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მთლიანი ასიგნების მხოლოდ 15 %-ის ფარგლებში .