/ საერთაშორისო ურთიერთობები / ERASMUS+

ERASMUS+

 

 

                                           საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ICM)

საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.

ICM პროგრამები საქართველოში არსებული 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 33-ში ხორციელდება და სრულად ფარავს ქვეყნის ყველა საუნივერსიტეტო რეგიონს (თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და აჭარა). ბოლო წლების მანძილზე საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში. ხოლო 2018 წელს პირველად საქართველომ 141 მონაწილე ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

ამ ეტაპზე ქართული უმაღლესები აქტიურად თანამშრომლობენ 241 ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორის ყველაზე წარმატებული პარტნიორობა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ საქართველოდან წამსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის, არამედ საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა.

საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდნტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება.

 

ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორები არიან:

  • ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერისტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) https://english.tf.hu/
  • სპორტის ეროვნული აკადემია „ვასილ ლევსკი“(სოფია, ბულგარეთი) http://www.nsa.bg/en
  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა) https://www.lsu.lt/en/
  • ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი) https://www.uah.es/es/
  • იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი (ვარშავა,პოლონეთი) https://www.awf.edu.pl/en

ძირითადი მახასიათებლები:

  • მობილობა ემყარება ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ ინტერ-ინსტიტუციურ ხელშეკრულებას;
  • მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);
  • მობილობა ყველა მიმართულებაზე;
  • სტუდენტებისათვის: 3 დან 12 თვემდე;
  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2 თვემდე;
  • მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;
  • ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;
  • მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით ). ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.

კრედიტ მობილობის პროგრამაში ჩასართავად, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დაინტერესებულმა პირმა უნდა:

  • მიმართოს საკუთარი უნივერსიტეტის სართაშორისო ურთიერთობების განყოფილებას;
  • გაარკვიოს ხორციელდება თუ არა Erasmus+ ის გაცვლითი (ICM) პროექტები მის უნივერსიტეტში;
  • მოიძიოს ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე;
  • შეავსოს შიდა საუნივერსიტეტო აპლიკაცია;
  • გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა;

შიდასაუნივერსიტეტო შერჩევა:

  • სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა და შეფასება
  • უცხო ენის გამოცდა
  • გასაუბრება კომისიასთან
  • კანდიდატთა ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში

სააპლიკაციო დოკუმენტებია:

  • CV
  • ენის ფლობის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
  • სამოტივაციო წერილი
  • უკვე გავლილი საგნების ჩამონათვალი კრედიტებისა და შეფასების მითითებით (გაიცემა უნივერსიტეტის მიერ)

 

დაწყებული მობილობები:

  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 1 სტუდენტი.
  • სპორტის ეროვნული აკადემია „ვასილ ლევსკი“ - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 1 სტუდენტი და მწვრნელთა ფაკულტეტის 1 სტუდენტი.