/ საერთაშორისო ურთიერთობები / საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები/ხელშეკრულებები შემდეგ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან:

  • სომხეთის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (2015),
  • ტაჯიკეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (2015),
  • ყაზახეთის სპორტისა და ტურიზმის აკადემია (2015),
  • ქ. ტარსუსის სარეაბილიტაციო ცენტრი “Yenide Sevgi” (თურქეთი, 2016),
  • ქ. სივასის „რესპუბლიკის“ უნივერსიტეტი (თურქეთი, 2017),
  • ეროვნული სპორტის აკადემია „ვასილ ლევსკი“ (ბულგარეთი, 2017),
  • ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტი (ხორვატია, 2018),
  • ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი (უნგრეთი, 2018),
  • ყუბანის ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია, 2018),
  • იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი, 2018),
  • ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი, 2019).
  • ბრიტანული სკოლა (თბილისი 2019)

საერთაშორისო ორგანიზაციები

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  2015 წლიდან არის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის წევრი და აქტიურად იღებს მონაწილეობას ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესში:

  • 2015 წ. - სომხეთის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (ერევანი), 2016 წ.,
  • პ. ლესგაფტის სახელობის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის უნივერსიტეტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია), 2017 წ.,
  • ჯ. პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი (ვარშავა, პოლონეთი).