/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის შესახებ

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შესახებ

 

     ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  ფაკულტეტი, რომელიც აღდგა შვიდწლიანი სტაგნაციის შემდეგ 2013 წელს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, წარმოადგენს საუნივერსიტეტო სტრუქტურას, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. იგი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის ხარისხს ფიზიკურ მედიცინასა და  რეაბილიტაციაში.

 

     ფაკულტეტის ღირებულებები ეფუძნება ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიით განსაზღვრულ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის (მათ შორის აკადემიური დამოუკიდებლობის) დოქტრინას, ეთიკური და ბიოსამედიცინო ეთიკის იდეალებს, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების განვითარებისა და ხელშეწყობის პრიმატს, ღია დინამიკურ ურთიერთობებს საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში.

 

     ფაკულტეტის მიზანია გადაიქცეს ქვეყნის შიგნით ლიდერ, ხოლო საერთაშორისო დონეზე მზარდი ცნობადობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციად, რომელსაც გააჩნია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ და უცხოურ ენებზე, საერთაშორისო აღიარების პროექტი, საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საერეაბილიტაციო ცენტრები, საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე აკადემიური პერსონალი.

 

     ფაკულტეტი მოწოდებულია სტუდენტებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამით აღზარდოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც  მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის კეთილდღეობის, საზოგადოების ეკონომიკური, ჰუმანური და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისთვის.

 

     ფაკულტეტის ამოცანაა:

  • სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის განვითარება
  • სამეცნიერო-კვლევების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში
  • სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია
  • საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაცია
  • საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია
  • მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
  • სტუდენტური ცხოვრების განვითარება
  • მართვის სისტემის გაუმჯობესება, ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების განვითარება.

 

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საამაყო სტუდენტები