/ სტუდენტებისთვის / სწავლის საფასური

სწავლის საფასური

სწავლის საფასური

 

  1. უნივერსიტეტ ში სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახადით. საგანმანათლებლო პროგრამის პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) გადასახადი შეადგენს 1125 ლარს; მაგისტრატურის საფეხურზე - 1250 ლარს. შესაძლებელია სემესტრული გადასახადის შეცვლა.

   2.სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის       რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ                 ვადებში;

  1.  სტატუს შეჩერებული სტუდენტისათვის სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენისას დადგენილი ტარიფით;
  2. პირმა, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, აღდგენის შემთხვევაში უნდა განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. ამ შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენისას დადგენილი ტარიფით;
  3. უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენების სწავლის სემესტრული საფასური განისაზღვრება მოცემულ სპეციალობაზე მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით;
  4. სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ნიშნავს მის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ-შუალედურ შეფასებასა დადასკვნით გამოცდაში. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, რის შემდეგ დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის ან მისი მომდევნო სემესტრში გადატანის მოთხოვნა;
  5.  ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამატებით გავლა და მიღებული მომსახურების
  6. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით " ნებისმიერ ბანკში და მის ფილიალში. ასევე  სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით