/ / სტუდენტების შეფასება

სტუდენტების შეფასება

                                                       სტუდენტის შეფასება


1.კრედიტის დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანებით დამტკიცებული “უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის” 4.7 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად –
მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება.
3. სტუდენტის მიერ სწავლების პერიოდში გაწეული შრომის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
 შუალედურ შეფასებებს - 40 ქულა;
 შუალედურ გამოცდას - 20 ქულა;
 დასკვნით გამოცდას - 40 ქულა.
4. სასწავლო კურსის/კურსების/საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პროფესორს უფლება ენიჭება, შუალედური შეფასებებისათვის გათვალისწინებული 60 ქულა თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს შეფასების კომპონენტებს შორის, დაგეგმოს საკურსო თუ რეფერატების პრეზენტაციის ვადები, გადაწყვიტოს შუალედური გამოცდების რაოდენობის საკითხი.
5. სტუდენტის შეფასება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული კომპონენტებით ხორციელდება ყოველ სემესტრულად.
6. სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
7. უნივერსიტეტის შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით და ორი სახის უარყოფით შეფასებას.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
 (A) ფრიადი - შეფასების 91–100 ქულა;
 (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
 (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
 (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
 (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა; ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
8. უარყოფითი შეფასების FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა უნდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის მიმართ.
9.სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
10 დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
11.დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
12. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფას ებებით დაგროვებული აქვს მინიმუმ 25 ქულა. ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციითა და რექტორის ბრძანებით, შესაძლებელია კონკრეტულ პროგრამა(ებ)ზე დადგინდეს უფრო მაღალი ზღვარი, მაგრამ არაუმეტეს შუალედური შეფასებების ქულების მაქსიმალური რაოდენობის 60%-ისა.