/ სტუდენტებისთვის / მობილობა

მობილობა

მობილობა 

 

1.საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადებში და ამ აქტის შესაბამისად;

  1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე;

 

  1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

 

4.სტუდენტს უფლება აქვს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შეიცვალოს უნივერსიტეტი (მობილობა) ან უნივერსიტეტის შიგნით შეიცვალოს საგანმანათლებლო პოგრამა (შიდა მობილობა).

 

  1. მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სწავლების ერთი წელი აქტიური სტუდენტის სტატუსით.

 

  1. შიდა მობილობის საფუძველზე სტუდენტს უფლება აქვს შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. შიდა მობილობის განხორციელება შესაძლებელია ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის შემდეგ.

 

  1. მობილობის პროცესი წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებშიხორციელდება (კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).