/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ნესტან ეგეტაშვილი
(+995) 599 981 056
n.egetashvili@sportuni.edu.ge

ნესტან ეგეტაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ნესტან ეგეტაშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, სპეციალობით „ქართული ენა და ლიტერატურა, დამატებით ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა“.

2000-2002 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით, რომლის დამთავრებისას წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი – „ნონოს პანოპოლისელის „დიონისიაკა“ გვიანანტიკური აზროვნების კონტექსტში“.

2005 წლიდან სწავლა განაგრძო თ.ს.უ., კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილებაში.

2008 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე – „კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა“.

2011 წელს თ.ს.უ.-ს  სადისერტაციო კომისიის წინაშე წარმოადგინა სადისერტაციო ნაშრომი  – „მითოპოეტური მოდელები და სახე-სიმბოლოები ნონოს პანოპოლისელისდიონისიაკაში“, რომლის დაცვის შემდეგ მას მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

2003-2006 წლებში მუშაობდა თბილისის I კლასიკურ გიმნაზიაში ახალი ბერძნული ენის მასწავლებლად.

2006-2009 წლებში იყო ბერძნული კომპანიისდიკაოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

2013-2014 წლებში გახლდათ ასისტენტ-პროფესორი „ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპულ საზოგადოებრივ კოლეჯში“.

2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში“.

 

დამატებითი ინფორმაცია

1996-2002 წლებში ესწრებოდა ათენის, თესალონიკის, იოანინას და რეთიმნოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ ბერძნული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის, ასევე ახალი ბერძნული ენის შემსწავლელ პროგრამა-სემინარებს.

2006 წელს მან მოიპოვა . ონასისის ფონდის სტიპენდია და გაიარა ბერძნულის, როგორც უცხო ენის სწავლების ორთვიანი პრაქტიკა ათენის სკოლა-გიმნაზიაარსაკიოში“.

იგი არის ავტორი სამეცნიერო მონოგრაფიისა „მითოპოეტური მოდელები და სახე-სიმბოლოები ნონოს პანოპოლისელისდიონისიაკაში“, რომელიც ... კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ინიციატივით, 2013 წელს, პროგრამალოგოსმაგამოსცა

2016 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებალიტერატურულ გაზეთში“.  

ნესტან ეგეტაშვილს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის უცხოურ პერიოდიკაში. აღსანიშნავია, რომ მისი სტატია „An Attempt to Remove the Asia-Europe Opposition, Κάυκασος in the Dionysiaca of Nonnus of Panopolis“ 2017 წელს დაიბეჭდა 1683 წელს ლეიდენში დაარსებული ჰოლანდიური საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის „Brill“-ის, ანტიკური ლიტერატურის განყოფილების  408-ე ტომში (რედ. ჰ. ბანეტი და ნ. კროლი).

2019 წელს ნესტან ეგეტაშვილის მოთხრობების კრებულიშაქარყინულიგამოაქვეყნა გამომცემლობაინტელექტმა“.