/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / იგორ დოლიძე
(+995) 555 406 793
i.dolidze@sportuni.edu.ge

იგორ დოლიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

იგორ დოლიძემ 1965 წელს დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმ-პედიატრის კვალიფიკაცია.

1993 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ნაწლავისმიერი სეფსისი: ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით“ და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

1976-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სამკურნალო ფიზკულტურის მიმართულებით.

1992-1995 წლებში – თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც მიჰყავდა კურსები: შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა და ინფექციური სნეულებანი.

1998-2007 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტული მედიცინის კათედრაზე (კურსები: სამკურნალო ფიზკულტურა, შინაგანი და ტრავმული დაავადებების დროს და ვალეოლოგიის საფუძვლები).

2013 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია (კურსი: ვალეოლოგია).

 

დამატებითი ინფორმაცია

იგორ დოლიძეს საექიმო სპეციალობებში განუსაზღვრელი ვადით აქვს მიღებული სახელმწიფო სერტიფიკატები (შინაგანი სნეულებები; ინფექციური სნეულებები; სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია).

სამეცნიერო აკადემიების წევრობა:

ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი (მოსკოვი, 1997).

საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოს მდივანი (თბილისი, 1999 წ.).

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (თბილისი, 2004).

2017 წელს მიენიჭა ღვაწლმოსილი მკურნალის (თერაპევტის) საპატიო წოდება.

გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია და რამოდენიმე სახელმძღვანელო.