/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ეკა ხურციძე
(+995) 555 910 597
e.khurtsidze@sportuni.edu.ge

ეკა ხურციძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ეკა ხურციძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

1999 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ბიოქიმიის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს – ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (აკად. დოქტორის) წოდება, ბიოქიმიის სპეციალობით.

 

სამუშაო გამოცდილება

ეკა ხურციძე 1997-2006 წლებში მუშაობდა მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო კვლევით ცენტრ „ნეობიოს“ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ლაბორატორიაში, მეცნიერ-თანამშრომლად.

2010-2015 წლებში იყო მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე.

2010 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში.

2013 წლიდან დღემდე სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, ასოცირებულ პროფესორად.

 

დამატებითი ინფორმაცია

ეკა ხურციძეს გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში.

გაკეთებული აქვს მოხსენებები 33 ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

მონაწილეობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში (7 საგრანტო პროექტი).

2013 წლიდან არის ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის (FEBS), საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების (AGB)  წევრი.

2015 წლიდან – სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „სატყეო მოამბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია.

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IBO) – 2012-2019 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-პედაგოგი. 26-ე  და  27-ე  საერთაშორისო ოლიმპიადების (2015 – არჰუსი, დანია; 2016 – ჰანოი, ვიეტნამი) – ჟიურის წევრი.

მიღებული აქვს 12  სერტიფიკატი, პროფესიულ სემინარებსა და ტრეინინგებში მონაწილეობისათვის; 2 დიპლომი – საუკეთესო კვლევითი სამუშაოებისათვის ბიოტექნოლოგიის დარგში; დიპლომები და სიგელები საერთაშორისო კონფერენციებში გამარჯვებისათვის; სოროსის პრემია – ასპირანტთა საერთაშორისო კონფერენციაში გამარჯვებისათვის და სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდია. იგი მონაწილეობდა აჭარაში არსებული საჯარო და სასპორტო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და მწვრთნელთა გადასამზადებელ ტრეინინგებში, ტრენერის რანგში (2019 წ.).