/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / კახაბერ ხვედელიძე
(+995) 597 751 981
k.khvedelidze@sportuni.edu.ge

კახაბერ ხვედელიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

კახაბერ ხვედელიძემ 1999 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტი. იმავე პერიოდში დაასრულა სწავლა მეორე სპეციალობაზე, სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.

2001 წელს დაასრულა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული უმაღლესი სასწავლებლის, „მცირე აკადემიის“ ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ასპირანტურა.

2003 წელს, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია: „სხვადასხვა კვალიფიკაციის სპორტსმენთა კარდიო-რესპირატორული და საყრდენ მამოძრავებელი აპარატის დინამიკა, წვრთნისა და შეჯიბრის დროს“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

2002-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობააზე.

2007-2008 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში, ასისტენტ-პროფესორად. იმავე წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიოლოგიის ლექტორად.

2014 წლიდან დღემდე – სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედის“ მოწვეული პედაგოგია.

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

2002 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი და დაწერილი აქვს ორი წიგნი: „ფიტნეს ინსტრუქტორის სახელმძღვანელო“, 2017 წ., და „სპორტული წვრთნის ფიზიოლოგიური საფუძვლები“, 2019 წ.