/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / თინა ონიანი
(+995) 577 725 229
t.oniani@sportuni.edu.ge

თინა ონიანი

პროფესორი

განათლება

თინა ონიანმა 1991 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, ინგლისური და რუსული ენების სპეციალობით.

იმავე წელს, იმავე სასწავლებელში დაამთავრა საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული ფაკულტეტი, გიდი-თარჯიმნის სპეციალობით.

1999 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა და მიენიჭა  ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (თემა: „არტიკლი და მისი როლი თანამედროვე ინგლისურ ენაში“).

 

სამუშაო გამოცდილება

თინა ონიანმა 1991 წელს დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის 204- ე საბავშვო ბაღის ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელად.  

1993 წელს დაინიშნა ჯერ 105-ე, ხოლო შემდეგ 179-ე საშუალო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის უფროს მასწავლებლად.

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არსებული ტურისტული ფირმა „გუდას“ გიდ-თარჯიმნად.

 

დამატებითი ინფორმაცია

1995 წელს არჩეული იქნა ინგლისური ენის ასოციაციის – ETAG-ის წევრად.

2002 წლიდან იყო საქართველოს ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული ინსტიტუტის სრული პროფესორი და უცხო ენათა კათედრის გამგე.

2004 წლიდან არჩეული იყო ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

2010 წელს არჩეული იქნა საქართველოს ტექნოლოგიური და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო შემდეგ  – იმავე მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

2010 წლიდან დაინიშნა ქ. თბილისის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრულ პროფესორად და არჩეული იქნა ამავე უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის გამგედ.

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2018 წლიდან – ამავე სასწავლებლის ქართული და უცხო ენების კათედრის გამგეა.

1995 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი.

არის 4 წიგნის ავტორი.