/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ლიანა კაკიაშვილი
(+995) 599 265 578
l.kakiashvili@sportuni.edu.ge

ლიანა კაკიაშვილი

პროფესორი

განათლება

ლიანა კაკიაშვილმა 1970 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი და მიენიჭა პედაგოგის კვალიფიკაცია.

1982 წელს დაამთავრა ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. 

2008 წელს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, სპორტული მედიცინისა და სამკურნალო ფიზკულტურის ფაკულტეტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი (PhD).

 

სამუშაო გამოცდილება

ლიანა კაკიაშვილი 1997-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში, უფროს მასწავლებლად.

2007 წელს იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი.

2007 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ფიზიოლოგიაში.

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანის ფიზიოლოგიასა და სპორტის ფიზიოლოგიაში.

 

დამატებითი ინფორმაცია

2010 წლიდან დღემდე არის სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი.

სპორტული  ფიზიოლოგიის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო ნაშრომი. არის ერთი წიგნის თანაავტორი („ფიტნესის თეორია და მეთოდიკა“, 2017 წ.).