/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ნინო ქოჩაკიძე
(+995) 593 517 442
n.kochakidze@sportuni.edu.ge

ნინო ქოჩაკიძე

პროფესორი

განათლება

ნინო ქოჩაკიძემ 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები.

 

სამუშაო გამოცდილება

1975-1977 წლებში მუშაობდა თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებელში, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად.

1977-1980 წლებში – ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო გენეტიკის კაბინეტში, უფროს ლაბორანტად.

1980-1983 წლებში – ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმი-გენეტიკოსის თანამდებობაზე.

1983-1984 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სამეცნიერო ნაწილის ინსპექტორად.

1984-2006 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადამიანის ნორმალური ანატომიისა და სპორტული მორფოლოგიის დეპარტამენტში პროგრამირებული სწავლების ლაბორატორიის უფროსი, შემდეგ უფროსი პედაგოგი, დოცენტი და ასისტენტ-პროფესორი.

2007-2008 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

2007 წლიდან დღემდე მუშაობს თსსუ ფუნქციური მორფოლოგიის დეპარტამენტში, პედაგოგად. 

2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პროფესორად.

2018 წლიდან არის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგე.

 

დამატებითი ინფორმაცია

სადისერტაციო ნაშრომის – „ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ფუნქციური განვითარების თავისებურებები კახეთის რეგიონში“ – აპრობაციის რეცენზენტი.

თსსუ სამაგისტრო პროგრამა – „კონსტიტუციური აბერაციის მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაცია და ადაპტაციის“ – ავტორი და ხელმძღვანელი.

2006 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის, სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

2014-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

არის 40 პუბლიკაციის, 2 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში.