/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / თეიმურაზ უკლება
(+995) 577 712 071
t.ukleba@sportuni.edu.ge

თეიმურაზ უკლება

ასისტენტი

განათლება

თეიმურაზ უკლებამ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

1984-1986 წლებში სწავლობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ორდინატურაზე, რომლის დამთავრების შემდეგაც მიენიჭა ექიმი-ინფექციონისტის კვალიფიკაცია.

2017 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

 

სამუშაო გამოცდილება

თეიმურაზ უკლება 2009 წლიდან დღემდე არის საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე.

 2011 წლიდან დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ქ. კოლუმბიის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1997 წ.).

საქართველოს ბავშვთა ფონდი „წლის ქველმოქმედი“. 

ხარისხის საერთაშორისო ჯილდოს (ოქროს კატეგორია) მფლობელი (ლონდონი, 2003 წ.).