/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / გენადი გიკაშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
ვლადიმერ ბოჟაძე
(+995) 577 401 828
g.gikashvili@sportuni.edu.ge

გენადი გიკაშვილი

პროფესორი

განათლება

გენადი გიკაშვილმა 1983 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა ფაკულტეტი.

1983-1988 წლებში სწავლობდა მოსკოვის ცენტრალური სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1990 წელს წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

გენადი გიკაშვილი 1988-2005 მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სპორტთამაშების კათედრაზე: ჯერ მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, ბოლოს კი იყო დოცენტი;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პროფესორი, სპორტთამაშების კათედრის გამგე და ბოლოს, სპორტთამაშების დეპარტამენტის უფროსი;

2007-2012 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრ „სპორტის აკადემიაში“, პროფესორი;

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის სპორტთამაშების კათედრის პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

გენადი გიკაშვილი იყო 1992 წელს საქართველოში პირველად შექმნილი ფრენბურთის კლუბ „კოლხის“ პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქალთა  გუნდი „კოლხი“ გახდა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული 1996, 1997, 1998 და 1999 წლებში, ხოლო 1998 და 1999 წლებში – ჩემპიონი საპლიაჟო ფრენბურთში.

მისი ხელმძღვანელობით, 2002, 2003 და 2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი გახდა საქარველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული; 2003 წელს კი – საქარველოს უნივერსიადის ჩემპიონი.

მისი ხელმძღვანელობით, 2009 წელს, საქართველოს უნივერსიადაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ნაკრებმა გუნდმა ფრენბურთში მოიპოვა I ადგილი.

გენადი გიკაშვილს ფრენბურთის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი და დაწერილი აქვს 28 წიგნი. არის საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე.