ედუარდ ფეროიანი
ასოცირებული პროფესორი
განათლება
ედუარდ ფეროიანმა 1984 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ფაკულტეტი, სპეციალობით: ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, ცურვის მწვრთნელი; იმავდროულად – საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტი, სპეციალობით – სპორტის რეაბილიტაციის მეთოდისტი. 1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
1993 წელს დაამთავრა ლენინგრადის აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა ტრავმატოლოგის სპეციალისტის წოდება.
სამუშაო გამოცდილება
ედუარდ ფეროიანი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში, ჯერ ლაბორანტად (1986-1987 წწ.), შემდეგ უმცროს მეცნიერ მუშაკად (1987-1990 წწ.) და ბოლოს უფროს მეცნიერ მუშაკად (1990-1995 წწ.).
1995-1996 წლებში, მუშაობდა 178-ე საჯარო სკოლაში, ფიზიკური კულტურის მასწავლებლად.
1996-2005 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სოციოლოგიის განყოფილების გამგე; 2005-2007 წლებში – კვლევითი ლაბორატორიის გამგე;
2007-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში, კვლევითი ლაბორატორიის გამგედ;
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დამატებითი ინფორმაცია
ედუარდ ფეროიანს სპორტული მედიცინის, ფიზიოლოგიის და პედაგოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 89 ნაშრომი.
დაწერილი აქვს 2 სახელმძღვანელო: „სპორტული ცურვა“ (2019) და „საწყლოსნო სპორტის სახეობები“ (2019).
არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჩქაროსნულ წყალქვეშა ცურვაში და სპორტის ოსტატი.
კითხულობს სასწავლო კურსებს: ცურვა და აქვათერაპია.