/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / ვასილ ლიპარტელიანი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
გიული კახიძე
დავით ყარანგოზაშვილი
მამია ტუღუში
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
(+995) 595 310 011
v.liparteliani@sportuni.edu.ge

ვასილ ლიპარტელიანი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ვასილ ლიპარტელიანმა 2006 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

2007 წელს დაამთავრა უკრაინის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა და სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

2012 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „გარე კომუნიკაციის სისტემის როლი უკრაინის პროფესიული ფეხბურთის კლუბების მართვაში“ და მიენიჭა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

მისი პირველი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიას, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მწვრთნელად მოზარდი ასაკის ბავშვებთან.

შემდეგ, უკრაინაში სწავლის პერიოდში გაიარა 6 თვიანი სტაჟირება უკრაინის ოჯახის ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხთა სამინისტროში, ქალთა სპორტის დეპარტამენტში.

2013 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად და 2015 წლიდან ამავე სამინისტროში დაწინაურდა სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსად.  

2013 წლიდან დღემდე არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

2017 წლიდან დღემდე მუშაობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოში, სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.