/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / ზვიად მიქაძე
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
ვლადიმერ ბოჟაძე
(+995) 593 250 802
z.mikadze@sportuni.edu.ge

ზვიად მიქაძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ზვიად მიქაძემ 1979 წელს დაამთავრა ა.მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი.

1990 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ცენტრალური ინსტიტუტი, ასპირანტურა.

1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

2002 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება – ფიზიკური აღზრდის, სპორტული წვრთნისა და გამაჯანსაღებელი ფიზიკური კულტურის თეორიისა და მეთოდიკის მიმართულებით.

 

სამუშაო გამოცდილება

1979-2008 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის უნივერსიტეტში; შემდეგ, თსუ-ის სოხუმის ფილიალში, ფიზიკური აღზრდისა და მეთოდიკის კათედრაზე, სხვადასხვა პოზიციაზე (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ პროფესორი და მწვრთნელი).

1995-2004 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიის სპეციალური ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი.

 

დამატებითი ინფორმაცია

სპორტის სახეობების მიხედვით გამოქვეყნებული აქვს ექვსი ბროშურა და სტატიები – სპორტის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის და ეთიკის მიმართულებით.

არის საქართველოს  სპორტის დამსახურებული მოღვაწე. ეროვნული კატეგორიის მსაჯი. მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.