/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / მანანა მნათობიშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
გიული კახიძე
დავით ყარანგოზაშვილი
მამია ტუღუში
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
(+995) 555 488 575
m.mnatobishvili@sportuni.edu.ge

მანანა მნათობიშვილი

პროფესორი

განათლება

მანანა მნათობიშვილმა 1984 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ფაკულტეტი და მიენიჭა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის და მწვრთნელის კვალიფიკაცია.

იმავე წელს დაასრულა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სამკურნალო ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი და მიენიჭა სამკურნალო ფიზიკური კულტურის მეთოდისტის კვალიფიკაცია.

2003 წელს, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

   

სამუშაო გამოცდილება

მანანა მნათობიშვილი 1996-2001 წლებში მუშაობდა ობოლ ბავშვთა ახალგაზრდულ დეპარტამენტში, პედაგოგად.

2003 წლიდან დღემდე არის არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ მასწავლებელი.

2007-2011 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურიკულუმის ექსპერტი და მოწვეული პროფესორი;

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პროფესორი ტანვარჯიშის მიმართულებით.

 

დამატებითი ინფორმაცია

მანანა მნათობიშვილი 2011 წლიდან დღემდე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.

2012 წლიდან დღემდე – სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მოწვეული ექსპერტი.

ნაშრომები 

ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 32 სტატია.

წიგნები

არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი (გზამკვლევის კრებული სპორტის სახეობებში, 2011 წ; აკრობატული ხტომები, 2013 წ;) და ხუთი მეთოდური ბროშურის შემდგენელი.

სპორტში მიღწეული შედეგები. არის –

  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი;
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი;
  • ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ვერცხლის ორგზის პრიზიორი;
  • მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი და ვერცხლის ორგზის პრიზიორი;
  • მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი და მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი;
  • საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი;
  • საბჭოთა კავშირის თასის სამგზის მფლობელი.