/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / მერაბ თხელიძე
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
გიული კახიძე
დავით ყარანგოზაშვილი
მამია ტუღუში
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
(+995) 593 269 980
m.tkhelidze@sportuni.edu.ge

მერაბ თხელიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მერაბ თხელიძემ 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა, და მიენიჭა მათემატიკოსის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1972 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თემა: ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა შვარცის მეთოდით).

 

სამუშაო გამოცდილება

1960-1962  წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა საჭადრაკო სპორტული სკოლასა და თბილისის პირველი საშუალო სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლად.

1963-1964  წლებში – თბილისის კავშირგაბმულობის მუშაკთა კულტურის სახლის საჭადრაკო სკოლაში, ჭადრაკის სექციის ხელმძღვანელად.  

1966-1973 წლებში – საქართველოს სსრ მეცნიერებათა გამოთვლით ცენტრში – მიახლოებითი გამოთვლების განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1966-1972 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში.

1972-1985 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეგმ-ის მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრაზე, უფროს მასწავლებლად.

1974-1976 წლებში – ვ.მ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში, ჭადრაკის წრის ხელმძღვანელად.

1974-1976 წლებში – თბილისის ბავშვთა საჭადრაკო სპორტული სკოლაში, ჭადრაკის წრის ხელმძღვანელად.

1982-1987 წლებში – ჭადრაკის სახალხო უნივერსიტეტში, თეორიის და მეთოდიკის კათედრაზე, ჭადრაკის სპეციალიზაციის მასწავლებლად.

1985-1989 წლებში – ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, ინფორმატიკის კათედრაზე, დოცენტად.

1987-1990 წლებში – თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად.

1988-1989 წლებში – თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, ინფორმატიკის მასწავლებლად.

1989-2006 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრაზე, დოცენტად.

1989-1991 წლებში – ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1990-1999 წლებში – თბილისის 22-ე საშუალო სკოლაში, მათემატიკის და ინფორმატიკის მასწავლებლად.

1993-2000  წლებში – თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტში, ინფორმატიკის კათედრის გამგედ, პროფესორად.

1991-2005  წლებში სს. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის კათედრაზე, დოცენტად.

2001-2006 წლებში – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრაზე, მოწვეული პროფესორად.

2005-2008 წლებში – თბილისის კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა საგანმანათლებლო სკოლა-პანსიონ „მთიებში“, მასწავლებლად.

2006-2007 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, თეორიული ფიზიკური კულტურის და მეთოდიკის კათედრის ჭადრაკის სპეციალიზაციის უფროს მასწავლებლად.

2007-2008 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ცენტრ „სპორტის აკადემიაში“,  მოწვეულ პროფესორად ჭადრაკის სპეციალიზაციაზე.

2009-2012 წლებში – საქართველოს უნივერსიტეტში, ჭადრაკის მწვრთნელად.

2009-2011 წლებში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე, მოწვეულ პროფესორად.

2011 წელს – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, უ/მათემატიკის კათედრის ასოცირებულ პროფესორად.

2011-2012 წლებში – საზოგადოება „ცოდნის“ სასწავლო უნივერსიტეტში, უ/მათემატიკის კათედრის მოწვეულ პროფესორად.

2012-2015 წლებში – საზოგადოება „ცოდნის“ სასწავლო უნივერსიტეტში, ფიზიკური კულტურის  კათედრაზე,  ჭადრაკის მწვრთნელად.

2013-2015 წლებში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტში, მოწვეულ პროფესორად.

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

 

დამატებითი ინფორმაცია

ჭადრაკისა და მათემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 60-მდე ნაშრომი.

დაწერილი აქვს  8 წიგნი.

არის ეროვნული სპორტის ოსტატი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (1963 წ.), მსოფლიოს მოყვარულ მოჭადრაკეთა ვიცე-ჩემპიონი (1996-1997 წ.) და ეროვნული კატეგორიის მსაჯი ჭადრაკში.

მიღებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო  (1967 წ.).