/ სიახლე / რეგისტრაცია აბიტურიენტებისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა...
ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით ..

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველ...

2020-07-10
ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში ..

✅ ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში. ✔ საქართველოს განათლების,...

2020-06-23
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკ ..

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, ს...

2020-06-19

რეგისტრაცია აბიტურიენტებისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა

აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გახანგრძლივდა. დღეიდან გამოცდებზე დარეგისტრირებას აბიტურიენტები ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 30 მარტის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. 
 
ამასთან, თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. 
 
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. 
 
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
 
 
2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები  აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. 
 
სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). 
 
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.
 
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
 
რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
 
 
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
 
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
თუ სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2020 წლის ყველა საგამოცდო სიახლე იხილეთ ბმულზე
 
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი