/ სიახლე / სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა...
ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით ..

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველ...

2020-07-10
ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში ..

✅ ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში. ✔ საქართველოს განათლების,...

2020-06-23
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკ ..

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, ს...

2020-06-19

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. დღეიდან მსურველები დარეგისტრირებას ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 26 მარტის 18:00 საათის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. 
 
ამასთან, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. 
 
 
 
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
 
რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.
 
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
 
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი,  სახელი და პირადი ნომერი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
 
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.
 
იხილეთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტურ დავალებათა ნიმუშები
 
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი