/ სიახლე / ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა...

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გაახანგრძლივა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაზე აპლიკანტები საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას და რეგისტრაციისას მონიშნული აქვთ (ან მონიშნავენ) შესაბამისი გრაფა, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ ცნობა (ფორმა №100) 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე.  

 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად  30 აპრილის 18:00 საათზე.

 

წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი