/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა...

სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა

2021 წლის 15 აპრილს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის იმ ნაწილს, რომელთა სამეცნიერო ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა და Scopus-ის ბაზაში იძებნება, სერტიფიკატები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნულ ბაზაში ხსენებულ პროფესორ-მასწავლებელთა ავტორობით შექმნილი სტატიების რაოდენობა და ციტირების ინდექსი გაზრდილია.

სერტიფიკატები გადაეცათ:

1. გიორგი ზუბიტაშვილს

2. ქეთევან ინასარიძეს

3. ელისო მურვანიძეს

4. ედუარდ ფეროიანს

5. ნინო ქოჩაკიძეს

6. ლიანა კაკიაშვილს

7. ალექსანდრე ეგოიანს

8. ირაკლი ჩაგანავას

9. გიორგი ფარულავას

10. დავით ხაჩიძეს

11. კარლო მოისწრაფიშვილს

12. პაატა ღუდუშაურს

13. ეკა ხურციძეს

14. მაია ჩხარტიშვილს