/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშეს...

სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშესთან ქალბატონ ორნელა სპანოსთან

9 სექტემბერს ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშესთან ქალბატონ ორნელა სპანოსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია ხურცილავა, იტალიური ენის მოწვეული პედაგოგი ომარ ფოსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაისურაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც საელჩოსთან, ასევე იტალიის უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს, მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს. ქალბატონმა ორნელა სპანომ დიდი კმაყოფილება გამოთქვა 2021/2022 აკადემიური წლიდან სპორტის უნივერსიტეტში იტალიური ენის სასწავლო გეგმაში შეტანასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ასევე იგეგმება იტალიის საელჩოსთან მემორანდუმის გაფორმება.