/ სიახლე / ERASMUS + კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის...

ERASMUS + კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბულგარეთის „ვასილ ლევსკის“  ნაციონალურ სპორტის აკადემიაში ლექციების წასაკითხად სპორტული მეცნიერების (სპორტულ-პედაგოგიური და მედიკო-ბიოლოგიური   დისციპლინები)  და უცხო ენების მიმართულებით.

მივლინების ხანგრძლივობა 5 სამუშაო დღე 

კონკურსის გამარჯვებულები  ღებულობენ სტიპენდიას 5 დღეზე  და საერთაშორისო მგზავრობის ორმხრივ  დაფინანსება.

მობილობის პერიოდი : 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (მარტის თვეში)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო  შერჩევა  რომელიც

 მოიცავს 3 საფეხურს: 

  • სააპლიკაციო საბუთების მიღება და შერჩევა
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე.    (ინგლისური ენისB2/С1 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/T9NXBxeQagqpnyjNA

სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

ინგლისურ ენაზე:

  • სამოტივაციო წერილი;
  • CV
  • სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი (მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა).

 ქართულ ენაზე:  ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ

 განცხადების შევსების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.

მასპინძელი უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს 

https://nsa-erasmus.com/en/

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ir@sportuni.ge

გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.