/ სიახლე / ERASMUS + კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის...

ERASMUS + კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტში (ესპანეთი, მადრიდი) პერსონალის  კვირეულის ფარგლებში.

კონკურსში გამარჯვებული, მიიღებს სრულ დაფინანსებას.

მობილობის პერიოდი :  6-10 ივნისი 2022წ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ  შემდეგი დოკუმენტები:

  • CV ინლისურ ენაზე (Europass ფორმატში)
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში)
  • ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2/C1 დონე)
  • სპორტის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია (რომელსაც წარადგენთ მასპინძელ უნივერსიტეტში)

 

დოკუმენტაციის ასატვირთად მიჰყევით ბმულს: 

https://forms.gle/6uPkWBkfRL4wWxfH9

კონკურსი მოიცავს სამ საფეხურს

  • სააპლიკაციო საბუთების მიღება და შერჩევა
  • ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2/С1 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)
  • პრეზენტაციის შეფასება

 

ინფორმაცია მასპინძელი უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.uah.es/en/

 

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 06.05.2022

 

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!