ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს მოხალისეთა პროგრამას ბიბლიოთეკაში არსებულ შემდეგ დეპარტამენტებში:

მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტი;

გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტი;

მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი;

საბიბლიოთეკო რესურსების განვითარების და დაცვის დეპარტამენტი;

ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტი;

ინფრასტრუქტურის სამსახური.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობის მოქმედ სტუდენტებს, კუსრდამთავრებულებს და დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებს.

პროგრამით დაინტერესებულ მოხალისეებს ჩვენ ვთავაზობთ:

განვითარებაზე ორიენტირებულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;

კომფორტულ სამუშაო გარემოს;
საინტერესო გამოცდილების მიღება - გაზიარებას პროფესიონალი თანამშრომლებისგან;

საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობას;
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას;

მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

სამომავლო რეკომენდაციებს ხელმძღვანელი პირებისგან (მოთხოვნის შემთხვევაში)

პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე;
პროგრამის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატი;

ტრადიციულად, მოხდება საუკეთესო მოხალისეების დასაქმება ბიბლიოთეკში;
მოხალისეთა პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას;