/ სიახლე / მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს 82 წელი შეუსრულდა...

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს 82 წელი შეუსრულდა

     ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მოჭადრაკე ქალბატონს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, მსოფლიო  საჭადრაკო ოლიმპიადების  თერთმეტ გზის გამარჯვებულს,  ვეტერანებს შორის მსოფლიოს რვა გზის ჩემპიონს -  საამაყო ნონა გაფინდაშვილს 82 წელი შეუსრულდა.   

       ნონა გაფრინდაშვილი გამორჩეული მოვლენაა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში. მის მიერ განვლილი სპორტული ცხოვრება არის თვალსაჩინო მაგალითი მაღალი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისა, იშვიათი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისა. 82 წლის ასაკში კიდევ გამოდიოდე შეჯიბრებებზე და იხვეჭდე გამარჯვებულის ტიტულს ნამდვილად უნიკალურია და ალბათ ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.

       საქართველოს      ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  ულოცავს ჩვენ სასიქადულო მამულიშვილს მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და უსურვებს დიდხან სიცოცხლეს და წარმატებებს თავის საყვარელ საქმიანობაში.