/ სიახლე / ქართველი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე...

ქართველი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

      კატარის დედაქალაქ  დოჰაში დამთავრებულ მსოფლო ჩემპიონატზე ძიუდოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა პირად პირველობაზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში გაუსწრეს იაპონიის ნაკრებს.   

      პირადი ასპარეზობის შემდეგ გაიმართა გუნდური შეჯიბრება (გუნდში სამი ქალი და სამი კაცი შედიოდა). ქართველმა ძიუდოისტებმა ჯერ მონღოლები დაამარცხე(4:2), ს, შემდეგ ბრაზილიელებს  სძლიეს(4:3). მომდევნო წრეში 1:4 დამარცხდნენ იაპონიის ძლიერ ნაკრებთან (საბოლოოდ იაპონელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ) და   რეპეშაჟში უზბეკეთის ნაკრების დამარცხების(4;2) შემდეგ მესამე ადგილისათვის  გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა მოწინააღმდეგე 4:2 დაამარცხეს და  აქაც პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები. 

     ამ ისტორიულ გამაჯვებაში  ლომის წილი  სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთერ ლიპარტელიანს, სოფიო სომხიშვილს, ლაშა შავდათუაშვილს  და  გურამ თუშიშვილს მიუძღვით. 

                     

ვულოცავთ ქართველ ძიუდოისტებს  ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს