რექტორის არჩევნები
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების შემაჯამებე ...
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ...
ჩვენი უნივერსიტეტი FIEPS-ის საერთაშორისო კონფერენციაზე
2023 წლის 24-28 მაისს რუმინეთის ქ. გალაცში “Dunaea de Jos” უნივერსიტეტში ჩატარდა FIEPS-ის (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის) მე-17 ევროპული კონგრესი და მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სპორტი, განათლება, კულტურა - ინტერდისციპლინარული მიდგომები სამეცნიერო კვლევებში“. ღონისძიებები მიძღვნილი იყო FIEPS-ის 100 წლის იუბილისადმი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 30-მდე ქვეყნის სპორტული ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე პროფესორი ქეთევან ქობალია, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პიროვნული თვისებების მოდელი“, რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის დახურვის ცერემონიაზე ქეთევან ქობალიას მიენიჭა „ფიზიკური აღზრდის მსოფლიო ელჩის“ წოდება.
ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!