/ სიახლე / აკადემიური საბჭოს დადგენილება...

აკადემიური საბჭოს დადგენილება

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექს

 

 

თარიღი: 7/09/2023

 

დადგენილება N: 4

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის  №01/745  ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის მე-3-1 პუნქტის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 

1.სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ”  განცხადების ტექსტი №1 დანართის შესაბამისად.

2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა.
3. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის   მუდმივმოქმედმა საარჩევნო კომისიამ ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

6.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7.დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ნინო  ქოჩაკიძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე