რექტორის არჩევნები
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების შემაჯამებე ...
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ...
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის (ოქმი №6)
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შესახებ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის (ოქმი №6)
დადგენილება №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პირველი არჩევნები ჩატარდა 2015 წლის 17 ივლისს. რექტორის არჩევის ერთი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო არჩევნები გაიმართა 2019 წლის 30 აგვისტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 17 ივლისის №2 ოქმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 17 ივლისის №1 დადგენილების შესაბამისად რექტორის მომდევნო არჩევნები დანიშნულ იქნა 2023 წლის 22 სექტემბერს.
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „84“ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 16 მარტის საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ47“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის №00030951 ბრძანებით, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 17 ივლისის №2 ოქმი (რექტორის არჩევნების ნაწილში) და სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 17 ივლისის №1 დადგენილება. ამავე ბრძანებით, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ზემოარნიშნული ბრძანების გათვალისწინებით, დაევალა რექტორის არჩევნების გამოცხადების უზრუნველყოა, რაც უნივერსიტეტის მიერ სრულად იქნა გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შეუფერხებლად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევამდე, აუცილებლობას წარმოადგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ემუხლის, 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 104-ე მუხლის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის,მე-14 მუხლის 31 პუნქტის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის №00030951 ბრძანების შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის № 6 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნეს ტრისტან გულბანი.
2.რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეულ იქნა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინო ქოჩაკიძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე