/ სიახლე / მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლი...

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით!

აპლიკანტმა 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-დან 17:00 საათამდე საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინოს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მ. თამარაშვილის ქ. N4ა. მე-3 სადარბაზო. ოფისი 50).

რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურე­ბელი დოკუმენტი (დიპლომი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელ-ვერსია CD-ზე;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).

 ვ) მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი, სახელი და გვარი);

მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;

სპორტული ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 26 სექტემბერს 10:00 სთ-ზე  ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მინი მოედანი.

შედეგები გამოცხადდება 27 სექტემბერს.

აპელაციაზე განცხადების წარმოდგენა იწარმოებს 28 სექტემბერს.

ხელშეკრულების გაფორმების ვადა არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

საკონტაქტო პირი: მაკა ალფაიძე T: 599 55 61 16

სპორტული ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.