/ სიახლე / რექტორის არჩევნები...

რექტორის არჩევნები

აქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს დადგენილება N 4

 

                                                                                                    29 სექტემბერი 2023 წელი

 

სსიპ აქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

                                                                                 

   საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების,  32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2013 წლის  15 ოქტომბრის N 01/745 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე- 8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის 1-5   პუნქტების, სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ საარჩევნო დებულების მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების, სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2023 წლის 29  სექტემბრის  N 4  დადგენილების    საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

1.სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ -„საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი №1 დანართის შესაბამისად.

2.სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის  მუდმივმოქმედმა საარჩევნო კომისიამ ტექნიკური უზრუნველ-ყოფის მიზნით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 

3.დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

5.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

6.დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

                                                                                                          დანართი 1.

განცხადება     

სსიპ-საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ 

1.რექტორის  თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსში  მონაწილეობის  მიღება  შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დამადასტურებელი საბუთი; 

2.რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ოქტომბერს.

3.რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2023 წლის 6 ნოემბრის 10 საათიდან და დამთავრდეს   2023  22 ნოემბრის 18:00 საათზე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N4-ა, მე-3 სადარბაზო, მესამე სართული, ოფისი სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:  info@sportuni.ge

4.პრეტენდენტთა სამოქმედო გეგმების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2023 წლის 24  ნოემბერს.

5.რექტორის არჩევნები ჩატარდეს  2023 ლის  1 დეკემბერს.                                      

 

 რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ამ განცხადების მესამე პუნქტში მითითებულ ვადაში, უნივერსიტეტის კანცელარიაში სარეგისტრაციოდ  უნდა წარადგინოს:

1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2.ავტობიოგრაფია (CV);

3.ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ;

4.უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დამადასტურებელი საბუთი; 

5.უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა

6.2 ფერადი  ფოტო სურათი(3X4);

7.ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

8.ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.