/ სიახლე / როდის გახდება ცნობილი 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო საგნების საბოლოო ჩამონათვალი...
სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფ ..

2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა...

2020-01-24
სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ ..

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტა...

2020-01-24
პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა ..

21 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ ს...

2020-01-23

როდის გახდება ცნობილი 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო საგნების საბოლოო ჩამონათვალი

2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა პროგრამაზე მოსახვედრად უნივერსიტეტების მიერ არჩეული სავალდებულო საგნების საბოლოო ჩამონათვალი ჯერ ისევ გაურკვეველია.

უნივერსიტეტებს აქამდე არსებული სიის ცვლილების საშუალება გასული წლის დეკემბრის თვეში ჰქონდათ. გარდა ამისა, რექტორებისა და განათლების მინისტრის მოადგილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს.

ამ დრომდე სამინისტროს საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში განუცხადეს მონაცემებს ელოდებიან და წესით, ინფორმაცია იანვრის თვეში უნდა გახდეს ცნობილი. გვითხრეს ისიც, რომ აქამდე არსებულ სიას, სავარაუდოდ, საგნები არ დააკლდება.

უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნების ჩამონათვალში გეოგრაფიის დამატებას ითხოვენ – რა პოზიცია აქვს სამინისტროს?

წყარო: www.edu.aris.ge