/ სიახლე / რაგბი: საქართველო XV სრულად დაკომპლექტდა...
სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფ ..

2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა...

2020-01-24
სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ ..

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტა...

2020-01-24
პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა ..

21 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ ს...

2020-01-23

რაგბი: საქართველო XV სრულად დაკომპლექტდა

საქართველოს XV 4 იანვრიდან ქუთაისში, აია არენაზე მეორე შეკრებაზეა და არგენტინული ტურნესთვის ემზადება.

მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს დააკლდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის მკურნალობასაც 2-3 კვირა დაჭირდება. მეტოქის ძალის გათვალისწინებით, მწვრთნელმა აქცენტი გამოცდილ ბურჯებზე გააკეთა და ამიტომ, ნიკა აბულაძე და შოთა გოგისვანიძე შანსს სხვა დროს მიიღებენ.

არგენტინაში ნაკრებს 32 წლის ანტონ ფეიქრიშვილი უკაპიტნებს. მას სხვადასხვა დროს კასტრში, ბრივში, კარდიფსა და აჟენში უთამაშია. ბორჯღალოსნებში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა, საერთო ჯამში 27 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო გაიტანა, 2018 წელს კი ბრიტანულ ბარბაროსებში მიიწვიეს და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ვიცე-კაპიტანი მესამეხაზელი გურამ შენგელია იქნება, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 2-ჯერ უთამაშია.

საქართველო XV ქუთაისში საწვრთნელ მატჩში ქუთაისის აიას და არესის გაერთიანებულ გუნდსაც გაეჯიბრა. გუნდი შეკრებაზე 9 იანვრამდე დარჩება, არგენტინაში კი 12 იანვარს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ზე-რაგბის შარშანდელ ფინალისტ ხაგუარესთან პირველი მატჩი მარ დელ პლატაში 17 იანვარს გაიმართება, 24 იანვარს კი მეტოქეები ბუენოს აირესში ითამაშებენ და ამ შეხვედრისთვის მეტოქეებს 30-ის ნაცვლად 26-26 მორაგბე ეყოლებათ.

საქართველო XV
შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი; 1-3), ბექა გვარამია (აკადემია; 1), გიორგი ხუროშვილი (არმაზი; 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი; 2), რევაზ წიკლაური (აია; 3), ნიკა პატარაია (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი; 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია; 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი; 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია; 4-5-6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი; 4-5-6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი; 4-5-6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები; 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი; 6-7-), დაჩი კოპაძე (ჯიქი; 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი; 6-7), გურამ შენგელია (აია; 6-7-8)
ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები; 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი; 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი; 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია; 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია; 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი; 12-13), ნიკა გიგაური (არმაზი; 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი; 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები; 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი; 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები; 11-14); ირაკლი სვანიძე (ჯიქი; 15)

წყარო: www.sport.gov.ge - ქართული სპორტი