/ სიახლე / მისაღები გამოცდების სავალდებულო საგნების ჩამონათვალი არ შეიცვლება – „ამ ეტაპზე სამინისტრომ მიიღ...
სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფ ..

2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა...

2020-01-24
სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ ..

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტა...

2020-01-24
პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა ..

21 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ ს...

2020-01-23

მისაღები გამოცდების სავალდებულო საგნების ჩამონათვალი არ შეიცვლება – „ამ ეტაპზე სამინისტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ცვლილებები არ განხორციელდება.

„ეროვნულ გამოცდები, როგორც იყო დაანონსებული 2020-ში იმ ფორმით ჩატარდება. 2021 -ში თუ რამე შეიცვლება, ამას შეგატყობინებთ. ამ ეტაპზე სამინისტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ 2020-ში ეროვნული გამოცდები განხორციელდეს იმ მოდელით, რა მოდელიც იყო დაანონსებული“, – უთხრა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE-ს.

გამოცდების უკვე დამტკიცებული ფორმატის ცვლილებებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამინისტროში ხელმძღვანელობა შეიცვალა და უწყებაში მისულ გუნდს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების წერილობითი პრეტენზიები დახვდა.

უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროში განიხილებოდა მოდელი, რაც სავალდებულო საგნებში საბუნებისმეტყველო მიმართულებების დამატებას ითვალისწინებდა და უმაღლესი სასწავლებლების მმართველებს იმედიც ჰქონდათ, რომ ამის გათვალისწინება ზაფხულის გამოცდებისთვის უკვე მოხდებოდა.

„მისაღები გამოცდების სისტემა გასაგები მიზეზების გამო იწვევდა საკმაოდ დიდ კრიტიკას. ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, რომ მათემატიკით უნდა მოხდეს მაგალითად მომავალი ფიზიკოსის განსაზღვრა. უნდა ჰქონდეს საშუალება აბიტურიენტს, თავად აირჩიოს ფიზიკით უნდა ჩაბარება თუ მათემატიკით, იგივე ბიოლოგიის, ქიმიის მიმართულება იქნება თუ გეოგრაფიის. ერთი რაც მოხერხდა და გაკეთდა მაშინ, იყო ის, რომ სამედიცინო გადავარჩინეთ და მეტ-ნაკლებად იქ რაღაცნაირად შევძელით გასწორება ამ ამბის, თუმცა დღეს მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ გამოცდებამდე უკვე დარჩენილია ფაქტობრივად ერთი სემესტრი და ამ პერიოდში თუ კი რაიმე სასიკეთოდ მოესწრება კარგია“, – აცხადებდა თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თუმცა როგორც გამოცდების ცენტრის დირექტორის კომენატრიდან ირკვევა, ეს ცვლილებები სავარაუდოდ მომდევნო წლისთვის გადაიდო.

რაც შეეხება 2020 წლის ეროვნული გამოცდების ცნობარს, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ის თებერვლის თვეში გამოქვეყნდება.

„10 იანვარს ჩვენ უკვე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (emis) უნდა მოგვაწოდოს ბაზები, შემდეგ ჩვენ უნდა დავამუშაოთ კიდევ ერთხელ ეს ბაზები ჩვენი მხრიდან, რაც არის საჭირო გავაკეთოთ, დავამზადოთ ცნობარი და სადღაც უკვე თებერვლის შუა რიცხვებში ის საბოლოო სახეს მიიღებს“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც ცნობილია, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. ბიოლოგია;

4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

წყარო: www.edu.aris.ge