/ სიახლე / გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!...
სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფ ..

2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა...

2020-01-24
სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ ..

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტა...

2020-01-24
პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა ..

21 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ ს...

2020-01-23

გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება 2019 წლის საუკეთესო სპორტული მოხალისის გამოსავლენად. შევსებული აპლიკაცია და ღონისძიებებზე მოხალისედ მუშაობის დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღების ბოლო ვადაა 14 იანვრის 18:00 საათი. ნომინაციის „წლის საუკეთესო სპორტული მოხალისის“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოხალისის მაღალი კულტურის განვითარებას, საზოგადოების მეტ ჩართულობას სპორტულ ღონისძიებებში, მოხალისეობის პოპულარიზაციასა და საზოგადოების საკეთილდღეოდ, უანგარო შრომის იდეის დანერგვას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

შევსებული აპლიკაცია და 2019 წლის სპორტულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები უნდა გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე 14 იანვრის 18:00 საათამდე: sportdep@mes.gov.ge
 
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო