/ სიახლე / „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი დასრულდა...

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი დასრულდა

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დასრულდა. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოში პირველად განხორციელდა.

 

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა, ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა, მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ და „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელმა, შოთა გოგიტაურმა გადასცეს. სერთიფიკატი სპორტის მარკეტინგის სფეროში მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს.

 

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი 21 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდა. კურსი ძირითად მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას თანამედროვე სპორტის მარკეტინგის შესახებ. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც ბიზნეს სკოლამ ოპერირება დაიწყო. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს სკოლის საქმიანობის არეალში სენეგალი მოექცა.

 

44
55
77

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო