2018-05-15

„ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამა აშშ-ში

 

...-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (Fulbright Graduate Student Program). პროგრამა ითვალისწინებს ...-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, სპორტისა და მედიცინის სფეროებში.  

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ..-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას  საქართველოში აწარმოებს ...-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენრი და საქართველოს ბანკი.

პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ..-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო.  თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ..-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ...-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა

 

მოთხოვნები:

·         განმცხადებელს დასრულებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე;

·         უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (წერითი და სამეტყველო უნარები) - ნახევარფინალში გადასული კანდიდატები ჩააბარებენ TOEFL-ის გამოცდას.

·         საგრანტო პერიოდის შემდეგ მინიმუმ ორი წლით უნდა დაბრუნდეს საქართველოში;

·         უნდა ჰქონდეს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

 

 

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები: 

·         ელექტრონულად შევსებული ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://iie.embark.com/apply/ffsp

·         რეკომენდაცია  - მასწავლებლებისგან, პროფესორებისგან ან დამქირავებლისგან (რეკომენდაცია უნდა წარადგინოთ ემბარკის (embark) სისტემის მეშვეობით);

·         ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან (უნდა აიტვირთოს ემბარკის (embark) სისტემაში);

·         ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე (უნდა აიტვირთოს ემბარკის (embark) სისტემაში);

·         დიპლომის ასლი - ატვირთული ემბარკის სისტემაში;

·         CV

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 1 აგვისტო!!

 


პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/

 

ან მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (ოთახი #410)