2018-05-17

ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დელეგაციის ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

 

    18 მაისს სპორტის უნივერსიტეტს  ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა. დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიისა და სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და ფაკულტეტებს შორის. ვიზიტის ფარგლებში, ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ტომისლავ კრისტიჩევიჩი წაიკითხავს მოხსენებას კინეზიოლოგიის მეცნიერებისა და ზაგრების უნივერსიტეტში კინეზიოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაცია გაიმართება 18 მაისს, 10:00  საათზე, სპორტის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.  სამუშაო ენა - ინგლისური (ქართულ ენაზე თარგმნის უზრუნველყოფით).  

დასწრება თავისუფალია.