საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2018-05-28

კონკურსი „ერაზმუს +“ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად „რესპუბლიკის უნივერსიტეტში“ (თურქეთი)

 

    ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს +“ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თურქეთის ქალაქ სივასის „რესპუბლიკის უნივერსიტეტში“ (Cumhuriyet University)

განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტებს.

  განაცხადები მიიღება 15 ივნისის ჩათვლით!!!

  ინფორმაცია მასპინძელ უნივერსიტეტზე, ასევე, „რესპუბლიკის უნივერსიტეტის“ მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://erasmusplus.cumhuriyet.edu.tr/en

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა: 800 ევრო; მგზავრობის ხარჯებისათვის გამოყოფილი დაფინანსება: 275 ევრო.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (5 თვე)

განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია: 

·         პასპორტის ასლი 

·         ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

·         ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)

·         CV- ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს ორი გვერდისა) Europass-ის ფორმატი შეგიძლიათ იხილოთ: https://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae_

·         სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს ერთი გვერდისა)

·         ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

·         ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ინსტიტუციური გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება სპორტის უნივერსიტეტში; გამოცდის შედეგები უნდა შეესაბამებოდს მინ. B1 დონეს)

ინგლისური ენის გამოცდაზე რეგისტრაციისათვის და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (ოთახი # 410)

E-mail: ir@sportuni.ge 

ტელ: +995 574 73 09 06