2016-09-13

ყურადღება! 2016 წლის 15-16 ნოემბერს ტარდება ...

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

2016 წლის 15-16  ნოემბერს   ატარებს 

 სამეცნიერო კონფერენციას - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და  განვითარების ტენდენციები“                             

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს  და მაგისტრანტებს.   

               საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

1.  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  თეორიულ-მეთოდოლოგიური,  ეკონომიკური,  სამართლებრივი და      

     ორგანიზაციული  პრობლემები;

 

2.  ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის  მედიკო-ბიოლოგიური და  პედაგოგიურ-   

     ფსიქოლოგიური        ასპექტები;

 

3.  სპორტული რეზერვის მომზადების  თანამედროვე მეთოდები;

4.  შეზღუდული შესაძლებლობების    მქონე პირებთა ფიზიკური აღზრდა.  ადაპტიური სპორტი;

5.  უმაღლესი  კვალიფიკაციის  სპორტსმენების მომზადების სპორტულ - პედაგოგიური საფუძვლები;

6.  ოლიმპიური სპორტი, ოლიმპიზმი და ოლიმპიური განათლება; 

7.  სპორტის სფეროს  კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების და გადამზადების პრობლემები;

                               

   

კონფერენციის რეგლამენტი:  მოხსენება 10-15 წუთი, მსჯელობა 3-5 წუთი.         

         გთხოვთ, საკონფერენციო მოხსენება მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული (დანართი№1)  გადმოაგზავნოთ  2016 წლის 20  ოქტომბრამდე    ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე:

          info@sportuni.ge

 

-         30  ოქტომბრამდე  საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს  და         ელექტრონული ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;

                                                                                                                                                      დანართი№1 

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის

 1.მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს, გამოყენებული   ლიტერატურისა (არაუმეტეს 6-8 დასახელებისა) და რეზიუმეების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ჩათვლით.

2. გვერდის ფორმატი: – А4, ტექსტურ რედაქტორ Word-ში.

3. ფურცლის პარამეტრები (მინდორი): ზედა - 1,5სმ, ქვედა - 1,5სმ, მარცხენა - 2სმ, მარჯვენა - 2სმ.  

4. ფონტი:  ტექსტი – Sylfaen , ზომა 12.                    

5. სტრიქონებს შორის ინტერვალი-1.

 

                                            სტატიის გაფორმების წესი

1. ზედა მარჯვენა კუთხეში პირველ ხაზზე ავტორის გვარი, სახელი. მეორე ხაზზე ორგანიზაციის დასახელება, ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური

(ზომა 14).

 2. ერთი ინტერვალის შემდეგ ნაშრომის ტექსტი.

3. ბრჭყალები   ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“),   

4. ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-).

5. გამოყენებული ლიტერატურაზომა 10.  სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული   ლიტერატურა შემდეგი სახით:

 წიგნის ციტირების დროს: გვარი სახელი. (გამოცემის დრო): დასახელება გამომცემლობა. გამოცემის ადგილი;

 სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი (გამოცემის წელი): სტატიის

    დასახელება.//ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი, სტატიის  პირველი და ბოლო გვერდი;

   შესრულებულ სტატიას დაურთეთ რეზიუმე (არაუმეტეს 1000 სიმბოლო)

 დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა   და  დაურთეთ სტატიას რეზიუმეს შემდეგ