საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-02-18

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები!!

ლატვიის მთავრობა  2019-2020 სასწავლო წლისთვის აწესებს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა საფეხურის სტუდენტებს, გარდა ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისა.                                                                              

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ნებისმიერ ლატვიურ ან ინგლისურენოვან პროგრამაზე, მათ შორის:

სპორტის მეცნიერება, სპორტი და განათლება (სპეციალობა: მწვრთნელი, სპორტის მასწავლებელი, მენეჯერი, რეკრეაციის სპეციალისტი);

ჯანდაცვა (სპეციალობა: სპორტული ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია).

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა ხდება სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფუძველზე.

განაცხადის შევსება შესაძლებელია 2019 წლის 1 აპრილამდე.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული აპლიკაციის შევსება და შემდეგი დოკუმენტაციის ატვირთვა:

·         ლატვიურ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის ასლი.

·         დიპლომის ასლი ან ბოლო ორ სემესტრში მიღებული ნიშნების ფურცელი;

·         ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

·         ორი სარეკომენდაციო წერილი;

·         CV, შედგენილი Europass-ის ფორმატით: http://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae/templates-instructions ;

·         პასპორტის ან ID ბარათის ასლი;

·         სასწავლო გეგმა, რომლითაც აპლიკანტი აპირებს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობას (ნიმუში იხ. პროგრამის ვებ-გვერდზე).

*გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია საჭიროა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის, ხოლო უნივერსიტეტს შესაძლოა გააჩნდეს დამატებითი მოთხოვნები.

სტიპენდიები გაიცემა ერთი წლით და შეადგენს:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის: 500 ევრო/თვე;

                                 

 რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ: http://viaa.gov.lv/eng/scholarships_gov/latvian_scholarships/scholarships_for_studies/?tl_id=22800&tls_id=54779

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (ოთახი #410, IV სართული)