საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-02-19

ცხადდება დეკანის არჩევნები

 

განცხადება 

 

19.02.2019 



 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო   უნივერსიტეტის   მწვრთნელთა  და  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შესახებ 



 

 

 არჩევნები ტარდება 2019 წლის 10 აპრილს 12:00-17:00 სთ.;

 

 დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება  იწარმოებს 20.03.2019- დან  27.03.2019 -მდე ( 10.00-18.00სთ.) სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი,  .ჭავჭავაძის გამზირი .49

 

·        დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს: 

განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა,საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

    ) პირადობის მოწმობის ასლი;

    ) ავტობიოგრაფია (CV);

    ) ორი ფოტოსურათი (3X4);

    ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;

    ) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;

    ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ;

 

       ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი უნივერსიტეტის  კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე განცხადებაში მითითებულ დოკუმენტაციას. 

 

       ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო     უნივერსიტეტის   საარჩევნო დებულებით.