საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-03-15

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

 

 

 

სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2019/2020 სასწ.წლისათვის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე

 

186-01 ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)

186-02 ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

186-03 ბიზნესის ადმინისტრირება (სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით)

 

 

მწვრთნელთა ფაკულტეტის შიდა ტურის (სპორტული ნორმატივები) წარმატებით გავლის შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება მხოლოდ სამი გამოცდა (ქართული ენა, უნარები და ნებისმიერი უცხო ენა).

ü  3 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით იფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსები საერთო ფიზიკურ მომზადებაში. კურსები ფასიანია (50 ლარი);

 

ü  საბუთების მიღება (რეგისტრაცია) 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე - კვირის გარდა. (რეგისტრაცია ფასიანია. 10 ლარი)

 

ü აბიტურიენტებისათვის გამოცდა საერთო ფიზიკურ მომზადებაში ჩატარდება 2019 წლის 19-20-21 ივნისს უნივერსიტეტის სპორტულ ბაზებზე.

 

სწავლის საფასური - წლიური 2250 ლარი

ღია კარის დღე ჩატარდება 2019 წლის 18 აპრილს და 5 ივნისს 12:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

 

------------------------------------------------------------------------------

ყველა აბიტურიენტმა, რომელმაც გაიარა  რეგისტრაცია გამოცდების ეროვნულ  ცენტრში და  აბარებს სპორტის უნივერსიტეტი მწვრთნელთა ფაკულტეტზე,  სპორტულ  ტურში  მონაწილეობისათვის,  აუცილებლად უნდა გაიაროს  რეგისტრაცია   2019 წლის 20  მაისიდან  15 ივნისის ჩათვლით 10:00 -17:00 საათამდე  (შაბათს 14:00 საათამდე) მისამართზე:   თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 49, პირველი სართული, ოთახი  N101.  

(რეგისტრაცია ფასიანია -10 ლარი) თანხა მისაღები გამოცდებისათვის უნდა გადარიცხოთ  ანგარიშზე - სახაზინო კოდი : 709027519 

სპორტულ ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

 ა) პირადობის მოწმობის ასლი;

 ბ) სამედიცინო ცნობა (ფორმა #100);

 გ) ორი ფოტოსურათი (ზომა3X4) + CD დისკი

 დ) სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი  ქვითარი. 

 ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში