საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-07-08

„ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამა აშშ-ში

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (Fulbright Graduate Student Program). პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, სპორტისა და მედიცინის სფეროებში.

მოთხოვნები:

·         განმცხადებელს დასრულებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე;

·         უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (წერითი და სამეტყველო უნარები) - ნახევარფინალში გადასული კანდიდატები ჩააბარებენ TOEFL-ის გამოცდას.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

·         ელექტრონულად შევსებული ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი;

·         რეკომენდაცია  - მასწავლებლებისგან, პროფესორებისგან ან დამქირავებლისგან;

·         ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

·         ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე;

·         დიპლომის ასლი;

·         CV.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 1 აგვისტო!!

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/

ან მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (ოთახი #410)