საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-09-02

ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ (60 კრედიტი)

„საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი" 2019-2020 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ (60 კრედიტი) საგანზე:

 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი

(დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)

 

საბუთების მიღების ვადები გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე.

 

,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 

·         განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         რეზიუმე (CV);

·         უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);

·         ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი)

·         ორი ფოტო 3x4 და ელ. ვერსია CD-დისკზე ჩაწერილი;

·         სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

მომდევნო ეტაპი: უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შიდასაუნივერსიტეტო ტური.

ტურის ჩატარების ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია დაიდება საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საკონტაქტო პირები: ქეთევან ქობალია; 577 555 322;

                                       მანანა მნათობიშვილი; 555 488 575.